დაახლოებით ერთი თვის წინ, ტენ ჰაგის გუნდიდან გაშვება თითქმის გადაწყვეტილი იყო, რადგან გუნდმა 2023/24 სეზონის დასახული მიზნების უმეტესობა ვერ შეასრულა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, თანაქალაქელი მანჩესტერ სიტის დამარცხება მოახერხა. მოგებული ტიტულის შემდეგ, ტენ ჰაგის გუნდში დარჩენის შანსებმა საგრძნობლად მოიმატა.
რა თქმა უნდა, იყო სხვა მწვრთნელებთან შეხვედრები, მათ შორის რობერტო დე ძერბისთან, მაურისიო პოჩეტინოსა და ტომას ტუხელთან, თუმცა ვერც ერთ მათგანთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, საბოლოოდ კი კლუბმა ტენ ჰაგს გამოუცხადა ნდობა.
114 მატჩი, 68 გამარჯვება, 15 ფრე და 31 მარცხი, ასე გამოყურება ტენ ჰაგის მანჩესტერული კარიერა, წინ კი 2024/25 სეზონი გველოდება.









