მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ერლინგ ჰოლანდი მოედანზე სეზონის ბოლოს ან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სტარტზე დაბრუნდება.
Premier League
ერლინგ ჰოლანდის უმძიმესი ტრავმა — ბოლო ინფორმაცია ინგლისიდან

ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. ნორვეგიელი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა დაზიანება FA თასზე, ბორნმუთის წინააღმდეგ მატჩში მიიღო, როდესაც მარცხენა ფეხზე, კოჭი დაიზიანა.








