ეროვნული ლიგის 2025 წლის გათამაშებას ახალი ლიდერი ჰყავს - მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ მარცხი განიცადა და ლიდერობა გორის დილას გადაულოცა.
იბერია საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ კოლხეთს დაუპირისპირდა. ფოთელები თავს თავიდანვე კარგად იცავდნენ, რაც მეორე ტაიმში დაუფასდათ, გოლებიც აქეთ გაიტანეს და 2:0 გაიმარჯვეს.
თავის მხრივ, გორის დილამ შინ დინამო ბათუმი 2:0 ანდრონიკაშვილის და აბდალას გოლებით დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა.
გორელთა საქმე მას შემდეგ გამარტივდა, რაც მე-13 წუთზე დინამო ბათუმს კაცი გაუძევეს, 66-ე წუთზე გუნდს მეორე ფეხბურთელი გაუგდეს და ორივე გოლი ამის შემდეგ გავიდა.









