გორელებმა პირველი ტაიმი უნაკლოდ ჩაატარეს, სამი გოლი გაიტანეს და კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს. მეორე ნახევარში გუნდმა თავი კარგად დაიცვა და საბოლოოდ 1:4 მოიგო.
ამ შეხვედრამდე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი სამტრედიას ესტუმრა და მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, გოლი ვერ გაუტანა. თამაში უგოლოდ დასრულდა.
მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა სამგურალმა. წყალტუბოელებმა უშუალო კონკურენტი, გაგრა, შინ 2:0 დაამარცხეს.
ხვალ, ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება, თელავი კოლხეთს უმასპინძლებს, ტორპედო კი - დინამო ბათუმს.









