ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
ჩვენი ვერსიით, ეროვნული ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დინამო თბილისის შემტევი თორნიკე მორჩილაძე გახდა, თვის საუკეთესო გოლად კი გულშემატკივარმა კოლხეთის თავდამსხმელის, ნიკოლოზ ქუთათელაძის მიერ თელავის კარში გატანილი გოლი დაასახელა.
"მოხარული ვარ, რომ ასეთი ლამაზი გოლი გამომივიდა. წელს კოლხეთის მთავარი მიზანი ეროვნულ ლიგაში დარჩენაა და ვფიქრობ შეგვიძლია, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ და უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ. მეც კარგ ფორმაში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, გუნდს დავეხმარო", - განაცხადა ქუთათელაძემ.









