დღეს, ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება, სადაც სპაერი საკუთარ მოედანზე ქუთიასის ტორპედოს, ხოლო რუსთავი გორის დილას მიიღებს.
სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, ტორპედომ თამაში გამოასწორა და ზედიზედ 5 თამაშია არ წაუგია. ამ კარგი სერიის გაგრძელებას იმერლები სპაერთან შეეცდებიან.
თავის მხრივ, სპაერის შემთხვევაში პირიქითაა - დეიუტანტებმა სეზონი კარგად დაიწყეს, ბოლო დროს კი ცუდი დრო უდგათ ზედიზედ 5 თამაშია არ მოუგიათ.
საოცარ ფორმაშია რუსთავი. გია ცეცაძის გუნდი ლიდერებს შორისაა და დღეს უშუალო კონკურენტ დილას დაუპირისპირდება. თუ რუსთავი ამ მატჩსაც მოიგებს, ცხრილს დროებით სათავეში ჩაუდგება.
გორის დილამ ზედიზედ სამი მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია. გორულმა კლუბმა ორი მარცხის შემდეგ ხარისხი გააუმჯობესა და სამგურალს, ბათუმსა და სპაერს მიყოლებით მოუგო.
დღის მატჩები:
19:00 სპაერი - ტორპედო (მიხეილ მესხი 2, თბილისი)
21:00 რუსთავი - დილა (დავით პეტრიაშვილი, თბილისი)









