მოქმედი ჩემპიონი იბერია სტატუსს ამართლებს და 14 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. დღეს გამარჯვების შემთხვევაში, კორღალიძის გუნდი ლიდერობას გაიმყარებს.
დინამო თბილისმა კი სეზონი კარგად დაიწყო, 11 ქულა აქვს და ლიდერებს შორისაა. გასულ ტურში დინამოელებმა გაგრა 4:0 დაამარცხეს და მნიშვნელოვან მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან.
ქუთაისის ტორპედო ვითარება აქვს შესაცვლელი და დღეს აუცილებლად მოგება სჭირდება. პირველ ტურში მოგებული თამაშის შემდეგ, იმერლებს უკვე ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგიათ და აუტსაიდერთა შორის არიან. მათი მეტოქე ფოთის კოლხეთია და ვითარებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან, რომ 3 ქულით დაბრუნდნენ.
საინტერესო იქნება სამგურალისა და გორის დილას მატჩიც. ტრადიციულად, გორი ამ სეზონშიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და მოსაგებ თამაშებს იგებს, სამგურალი კი გაძლიერდა და მიზნები უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე წინა წლებში.
მე-7 ტურის ორი შეხვედრა უკვე ხვალ გაიმართება. დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე თელავს მიიღებს, გარეჯი კი გაგრას უმასპინძლებს.
ერვნული ლიგის მე-7 ტურის კალენდარი
9 აპრილი
17:00 კოლხეთი-ტორპედო
19:00 სამგურალი-დილა
20:00 დინამო თბილისი-იბერია
10 აპრილი
19:00 გარეჯი-გაგრა
21:00 დინამო ბათუმი-თელავი









