ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სამი შეხვედრა უკვე გაიმართა და სამივე საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე შედგა, სადაც დინამო თბილისმა იბერიას უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გურამ გოშთელიანმა გახსნა, თუმცა დინამო თამაშში მალევე დაბრუნდა და ხარაიშვილმა 23-ე წუთზე გაათანაბრა.
მეორე ნახევარში ხარაიშვილმა გოლს საგოლე გადაცემა დაუმატა და შეცვლაზე შემოსულ ირაკლი სირაძეს გამარჯვების გოლი გაატანინა - 1:2.
თავის მხრივ, მორიგი მატჩი მოიგო გორის დილამ, სტუმრად სამგურალი 1:2 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.
ბათუმში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. აუტსაიდერმა თელავმა ბრწყინვალე მატჩი შემოგვთავაზა და მასპინძელი დინამო ბათუმი 1:3 დაამარცხა.









