დღეს, ეროვნულ ლიგაში საინტერესო მატჩი გაიმართება. 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო არენაზე დინამო თბილისისა და იბეროას მატჩს უმასპინძლებს.
იბერიას ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდება, რადგან გასულ ტურში, აუტსაიდერ კოლხეთთან მარცხის შემდეგ, გუნდმა ლიდერობა დაკარგა.
თავის მხრივ, გამარჯვება დინამო თბილისსაც სჭირდება, ტორპედოს კარგ ფორმაში შესვლის შემდეგ, ქუთაისელები სამეულს მიუახლოვდნენ და თუ დინამომ მოგებები არ დაიწყო, სამეულში ადგილს დაკარგავს.
ტური სამგურალისა და დილას მატჩით გაიხსნება. დღესვე კი დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე თელავს დაუპირისპირდება. ხვალ, ეროვნული ლიგის კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდება.
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის კალენდარი
19 სექტემბერი
19:00 სამგურალი - დილა
20:00 დინამო თბ - იბერია
21:00 დინამო ბთ - თელავი
20 სექტემბერი
17:00 კოლხეთი - ტორპედო
20:00 გარეჯი - გაგრა









