იბერია საკუთარ მოედანზე კოლხეთს მასპინძლობს და გამარჯვების შეთხვევაში, 2 ტურით ადრე ჩემპიონობას გაინაღდებს.
ტური სამტრედიასა და დილას დაპირისპირებით გაიხსნება. გორელებს სამეულში ყოფნა გარანტირებული აქვთ, სამტრედიასთვის კი ერთ-ერთი ბოლო შანსია, რათა გადარჩენისთვის ბრძოლა გააგრძელონ.
მიუხედავად იმისა, რომ დინამო თბილისი და დინამო ბათუმი უკვე უმოტივაციოდ არიან, ამ გუნდების მატჩები ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც დღევანდელი თამაში იქნება.
ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი თელავი საკუთარ მეოდანზე სამგურალს მიიღებს, ტორპედო კი გაგრას უმასპინძლებს და აუცოლებლად გამარჯვება სჭირდება, რათა იბერიას ფეხის დაცდენის იმედად იყოს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.
ეროვნული ლიგის 34-ე ტური
14:00 სამტრედია-დილა
14:00 დინამო თბ - დინამო ბთ
18:00 თელავი-სამგურალი
20:00 ტორპედო-გაგრა
20:00 იბერია-კოლხეთი









