ანგარიში 28-ე წუთზე მარიო ბალბურდიამ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. მიუხედავად ამისა, თბილისელები დიდ უპირატესობას მაინც ვერ ფლობდნენ. საბოლოოდ, 81-ე წუთზე, სტანდარტულიდან თავური დარტყმით ანგარიში საბა კვერკველიამ გაათანაბრა და დინამოს ქულა მოუტანა.
მანამდე კი, ტური დილასა და სამტრედიას მატჩით გაიხსნა. გორში გამართული უხვგოლიანი შეხვედრა გორელებმა 3:2 მოიგეს. პირველივე წამებზე იმერლები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც დილამ შეტევები გააძლიერა და 3 გოლი გაიტანა. სამტრედიას მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
დრამატული იყო სამგურალისა და თელავის მატჩიც. თელაველები წინ ორჯერ გავიდნენ, თუმცა სამგურალმა ორჯერვე გაათანაბრა. ბოლო წუთებზე იმერლებს ქულა დემიკო ჩიხლაძემ მოუტანა.
ტოპ პერფორმანსი ჰქონდა იბერიას შემტევს, გიორგი კოხრეიძეს. იბერიამ კოლხეთი სტუმრად 2:6 გაანადგურა, კოხრეიძემ კი ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა. მარტივი გამარჯვება მოიპოვა ტორპედომ და აუტსაიდერი გაგრა ანგარიშით 0:3 გაანადგურა.
25 ტურის შემდეგ, 46-46 ქულით ეროვნული ლიგის ცხრილს სათავეში ორი გუნდი - ტორპედო და დილა უდგას.
25-ე ტურის სიმბოლური გუნდი










