გადარჩენისთვის მებრძოლი კოლხეთისა და სამტრედიას მატჩი უგოლოდ დასრულდა. სამტრედიას კიდევ ერთი გამარჯვება შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს.
დინამო თბილისმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დინამო არენაზე ითამაშა და აუტსაიდერ თელავს უშანსოდ, 5:1 მოუგო. მატჩის გამორჩეული მოთამაშე ახალგაზრდა ვახტანგ სალია გახდა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გორის დილამ საკუთარ მოედანზე სამგურალი დაამარცხა და ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა.
ცენტრალური მატჩი იბერიასა და ტორპედოს შორის მოულოდნელად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი ლიდერები არიან და ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ამ კონკრეტულ მატჩში იბერიამ დიდი უპირატესობა მოიპოვა და ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.









