თბილისური კლუბი პირველ ტაიმში დაწინაურდა, თუმცა სამგურალმა ანგარიში ტერთმეტმეტრიანით გაათანაბრა. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა გორდეზიანმა გაიტანა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა იბერიამ სტუმრად თელავთან გაიმარჯვა. იბერია ანგარიშით 0:2 იგებდა, როცა თელავმა სხვაობა შეამცირა, თან იბერია 10 კაცით დარჩა, თუმცა მათ ანგაირში შეინარჩუნეს და 1:2 გაიმარჯვეს.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა კოლხეთისა და დინამო ბათუმის მატჩი. მე-16 წუთზე გატანილი ბალბურდიას გოლის შემდეგ, ბათუმელებმა უპირატესობა მთელი თამაში შეინარჩუნეს და 0:1 გაიმარჯვეს.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც შინ მოიგო, სამტრედიაა. იმერულ დერბიში ტორპედო ფაცაციამ დააწინაურა, თუმცა სამტრედიამ იმდენი ქნა, რომ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წამზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა, რომლის ავტორი შეცვლაზე შემოსული როინ ოდიშელიძეა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა დილამ ტორპედოს ფეხის დაცდენით ისარგებლა, გაგრა 0:5 გაანადგურა და ლიდერთან სხვაობა შეამცირა.









