ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.geეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
მაისის თვის საუკეთესო გოლად გულშემატკივრებმა ფოთის კოლხეთის ფორვარდის ლადო ჩიხრაძის მიერ იბერიას კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
ჩვენი ვერსიით, მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გორის დილას შემტევი შოთა შეყილაძე გახდა, რომელმაც 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და დილას წარმატებაში მთავარი წვლილი შეიტანა.
"მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი სეზონი მაქვს, თუმცა მთავარი მაინც გუნდის წარმატებაა. სეზონის პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, ახალი მწვრთბელი გვყავს და სეზონის განახლებას მოუთმენლად ველით, რადგან ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ასე უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა შეყილაძემ ჩვენთან საუბარში.









