მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლო, LaGazzetta.ge X Goal.ge ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს და გოლს ასახელებს.
რედაქციის გადაწყვეტილებით, მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად სპაერის ნახევარმცველი თამაზ ცეცხლაძე დავასახელეთ, რომელმაც გუნდის წარმატებულ მატჩებში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მარტის თვეში სპაერმა სამი თამაში მოიგო და ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეშია.
რაც შეეხება საუკეთესო გოლს, გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, ყველაზე მეტი ხმა ასევე სპაერის ფეხბურთელმა ლაშა კოხრეიძემ მიიღო, რომელმაც ტორპედოს ულამაზესი მაკრატელა გაუტანა.
თამაზ ცეცხლაძე: "მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო მივიღე და თვის საუკეთესოდ დავსახელდი, თუმცა ვფიქრობ, ეს წარმატება მთლიანი გუნდის დამსახურებაა და ყველას თანაბარი წვლილი მიუძღვის. ბოლო მატჩები წარუმატებლად ჩავატარეთ, უნდა გამოვასწოროთ და მოგებები გავაგრძელოთ."
ლაშა კოხრეიძე: "მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ხმა მომცეს და ჩემი გოლი საუკეთესოდ დაასახელეს. ჩემი მთავარი კონკურენტი შერგელა იყო, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, მსგავს საჯარიმო გოლს კიდევ ბევრს გაიტანს."









