ყოველი თვის ბოლოს,LaGazzetta X Goal.geეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლად გულშემატკივრებმა იბერიას ფეხბურთელის, გიორგი ჯინიოლავას მიერ დილას კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
ჩვენი ვერსიით კი ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს ახალგაზრდა შემტევი ალეკო ბასილაძე გახდა.
გასულ თვეში ტორპედომ 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა. ბასილაძემ კი 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.









