ყოველი თვის ბოლოს,LaGazzetta X Goal.geეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლად გულშემატკივრებმა იბერიას ფეხბურთელის, გიორგი ჯინჯოლავას მიერ გაგრას კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
ჩვენი ვერსიით კი ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს ნახევარმცველი ალეკო ბასილაძე გახდა.
"მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც გამოკითხვაში ხმა მომცა. ბასილაძის სახით, ძლიერი კონკურენტი მყავდა, რომელმაც ასევე ეფექტური გოლი გაიტანა. ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთულია, გოლები კი მეხმარება, რომ თავდაჯერებულობა დავიბრუნო და კვლავ სასურველ ფორმაში შევიდა. რა თქმა უნდა, შეგვწევს ძალა, რომ წლევანდელი სეზონიც ჩემპიონობით დავასრულოთ", - განაცხადა ჯინჯოლავამ ჩვენთან საუბარში.









