6-ქულიანი მატჩი გაიმართა თელავში, სადაც გაგრა უშუალო კონკურენტ თელავს ესტუმრა და პაპუაშვილის მიერ გატანილი გოლით, 0:1 გაიმარჯვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ტორპედომ შინ ქულები არ დაკარგა და კოლხეთი 2:0 დაამარცხა. ფრედ 1:1 დასრულდა დინამო თბილისისა და დილას მატჩი.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა სამტრედიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა სამტრედიამ იმერულ დერბიში სამგურალთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
სამტრედიელები წინ გავიდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს, 5-წუთიან მონაკვეთში სამგურალმა ორი გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა კვლავ შეძლეს გოლის გატანა და ქულა მოიპოვეს.
24-ე ტურის სიმბოლური გუნდი

სატურნირო ცხრილი









