შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა მათი ახალწვეული მეკარე რამან სიპანაუ დამაჯერებელი იყო.
32-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შედეგად შორეული დარტყმით ანგარიში ცოტნე ფაცაციამ გახსნა, საგოლე გადაცემა მას გასული სეზონის საუკეთესო ასისტენტმა ფელიპე პირესმა გაუკეთა.
57-ე წუთზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა. გიორგი ხარებაშვილის გადაცემით გოლის ავტორი გიორგი პაპუაშვილი გახდა.
75-ე წუთზე კი ფელიპე პირესმა ასისტს გოლი დაუმატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2. აღსანიშნავია, რომ ამ გოლის დროს, გიორგი კოხრეიძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა.
უცნაური იყო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევის, პაატა ღუდუშაურის როლი მოედანზე. ტორპედოს მაისურით მან მარცხენა მცველის ფუნქციები შეითავსა.









