პირველ ნახევარში უპირატესობას დინამო თბილისი ფლობდა და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა მეკარე დამაჯერებელ იყო. მეორე ნახევარში დინამოს კაცი გაუძევეს, რის შემდეგაც უპირატესობა ტორპედოს ხელში გადავიდა.
ქუთაისელები უტევდნენ, მაგრამ ამჯერად დამაჯერებელი ლორია იყო. საბოლოოდ, გოლი ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა.
გათამაშების ლიდერმა იბერიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ისინი სამტრედიას სტუმრად დაუპირისპირდნენ. პირველ ნახევარში იმერლებმა კარგად ითამაშეს, თუმცა მეორე ტაიმში გატყდნენ და 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს - 0:3.
დაძაბული გამოდგა თელავში გამართული მატჩი ადგილობრივ თელავსა და დილას შორის. ამ მძიმე მატჩში გორელებმა კახეთიდან მნიშვნელოვანი 3 ქულა წამოიღეს და 0:1 გაიმარჯვეს.









