დღეს 33-ე ტურის კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება. იმერულ დერბიში სამგურალი საკუთარ მოედანზე სამტრედიას მიიღებს. ორივე გუნდის მიზანი ერთია - უმაღლესში ადგილის შენარჩუნება, თუმცა სამტრედიას ამ შეხვედრაში ქულები უფრო მეტად სჭირდება, რათა დარჩენის შანსები გაიზარადოს.
ფოთის კოლხეთს ცუდი პერიოდი უდგას და ყველა თამაშს აგებს, ამიტომ გუნდი გასავარდნ ზონაშია. დღეს ფოთელებს რთული გამოცდა ელით, რადგან მათი მეტოქე ჩემპიონობისთვის მებრძოლი ტორპედოა.
გორის დილა საკუთარ მოედანზე დინამოს დაუპირისპირდება. დინამო უმოტივაციოა, რადგან წელს მათი ერთადერთი მიზანი საქართველოს თასის მოგებაა. ისინი ფინალში არიან.
ტური ბათუმში დასრულდება, ბათუმი არენაზე ადგილობრივი დინამო ბათუმი იბერიას უმასპინძლებს. იბერია პირველ ადგილზეა და თუ ამ მატჩსაც მოიგებს, ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.









