მეხუთე ვარჯიში ნაკრებმა 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაატარა. მათ შორის იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია გიორგი გველესიანს, რომელიც გუნდს გვიან ღამით შეუერთდა. ვარჯიშის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების და მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის შესახებ გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა. ვემზადებით ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლისთვის. პირადად ჩემთვის, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა.
ვარჯიშებზე სულ ასი პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე მოვემზადებით გერმანიისთვის."

რამდენიმე საათის წინ ნაკრებს ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდნენ.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი);
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 9 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან, პოდგორიცაში გამართავს.
რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია