ვერცხლის მონეტის გაყიდვა 26 მარტს, 10:00 საათიდან ელექტრონულად tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. გაყიდვის პროცესი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში.

ოქროს მონეტის რეალიზაცია 28 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყება tkt.ge - ის მეშვეობით, მხოლოდ 1 დღით, იმავე დღის ბოლომდე. პარალელურად, მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში.
31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მათი რეალიზაცია გაგრძელდება ასევე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდან.
ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 130 ლარია, ხოლო ოქროს მონეტის - 2 200 ლარი.
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, ერთ მომხმარებელს შეეძლება, შეიძინოს არაუმეტეს ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტა.

ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ









