ხვალ გაიმართება საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრა პსჟ-სა და მეცს შორის.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი ხდება, რომ პარიზელებს ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული უსმან დემბელე დააკლდებათ.
დემბელემ მონაკოსთან გამართულ ჩემპიონთა ლიგურ მატჩში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მოედანი დატოვა.
ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ მომდევნო დღეებში დემბელე ინდივიდუალურად მოემზადება, მეცთან არ იქნება, რათა სხვა, უფრო მნიშვნელოვან მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.









