მილანის ინტერისა და ბარსელონას ნახევარფინალური დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი გააკეთა მასპინძელთა მეკარემ, იან ზომერმა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. შვეიცარიელმა გოლკიპერმა გააკეთა 7 სეივი და "ნერაძურის" წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა.
"უბედნიერესი ვარ. ინტერმა უბრალოდ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მინდა გამოვარჩიო სეივი იამალის დარტყმის შემდეგ. ის უკვე არის ძლიერი მოთამაშე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ ლამინის დარტყმული კარში არ შევიდა. აჩერბი? საოცარია, თუ როგორ წავიდა ის შეტევაში სათამაშოდ.
როდესაც იმარჯვებ 2:0-ს, შემდეგ კი შენს წინააღმდეგ ხდება 2:3, რთულია და ბევრი გუნდი ალბათ გატყდებოდა კიდეც, თუმცა არა ჩვენ! გვჯეროდა, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას შევძლებდით. საოცარი საღამო გამოვიდა"









