დანია V ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული დანიის ნაკრებთან მოგების შემთხვევაში ჯგუფში მიუწვდომელი გახდება. ესპანეთის ეროვნული გუნდის ანგარიშზე ამ წუთისთვის არის 10 ქულა, უახლოესი მდევრის როლში კი არიან სწორედ "ვიკინგები", რომლებსაც 7 ქულა აქვთ. მათ გარდამ ჯგუფში ასევე სერბეთი (4 ქულა) და შვეიცარია (1 ქულა) არიან.
სკანდინავიელების შემადგენლობა იქნება ოპტიმალური, მაშინ, როდესაც "ფურია როხას" ლამინ იამალი და პაუ ტორესი არ ეყოლება. ამის მიუხედავად, ფავორიტებად მაინც პირენეელები ითვლებიან.
სხვა მატჩები
დიდ ინტერესს იწვევს პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებების შეხვედრაც. ამ თამაშში რობერტ ლევანდოვსკისაც რომ მიეღო მონაწილეობა, ცხადია, ინტრიგა უფრო დიდი იქნებოდა. პოლონელი ფორვარდი მატჩს ტრავმის გამო ტოვებს. რაც შეეხებათ "ლუზიტანებს", მათი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ მწყობრშია.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ წასვლას ის არ აპირებს. თავად ლეგენდარული შემტევის სიტყვებით, ის ნაკრებში დარჩება იმ დრომდე, სანამ ორგანიზმი თამაშის საშუალებას მისცემს. ცნობილია ისიც, რომ ალ ნასრის კაპიტანი 2026 წლის მუნდიალზეც ითამაშებს.
ერთა ლიგის ყველა მატჩი
21:00 - კვიპროსი-ლიეტუვა
23:45 - დანია-ესპანეთი
23:45 - პორტუგალია-პოლონეთი
23:45 - შოტლანდია-ხორვატია
23:45 - შვეიცარია-სერბეთი
23:45 - ლუქსემბურგი-ბულგარეთი
23:45 - რუმინეთი-კოსოვო
23:45 - ჩრდილოეთ ირლანდია-ბელარუსი
23:45 - სან მარინო-გიბრალტარი











