ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი იყო იერემი პინოს სასტარტოში გამოჩენა და ცნობისთვის, პირენეელთა მხრიდან პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა. საინტერესოა ის, რომ ესპანელმა ვინგერმა გატანილი ბურთი პედრი გონსალესთან ერთად აღნიშნა ისე, როგორც ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მოგება.
ასევე, დღევანდელი მატჩებიდან გამოსარჩევია პორტუგალიის ფრე ხორვატიასთან. კრიშტიანუ რონალდუს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია სან მარინოს ისტორიული მოგება ლიხტენშტეინთან, რითაც ეს გუნდი C დივიზიონში აღზევდა.
ერთა ლიგის ყველა მატჩის შედეგები:
ესპანეთი 3:2 შვეიცარია
ხორვატია 1:1 პორტუგალია
სერბეთი 0:0 დანია
პოლონეთი 1:2 შოტლანდია
ბულგარეთი 1:1 ბელარუსი
რუმინეთი 4:1 კვიპროსი
ლუქსემბურგი 2:2 ჩრდილოეთ ირლანდია
კოსოვო 1:0 ლიეტუვა
ლიხტენშტეინი 1:3 სან მარინო











