ცენტრალური მატჩი ბრიუსელში გაიმართა, სადაც A დივიზიონის მეორე ჯგუფის ლიდერი, იტალია ბელგიას ესტუმრა და სანდრო ტონალის გოლით მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
ჯგუფის მეორე მატჩი კი პარიზში ჩატარდა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა — საფრანგეთმა საკუთარ კედლებში ისრაელი ვერ დაამარცხა და იტალიას 3 ქულით ჩამორჩა. პირველადგილოსნის ვინაობას ბოლო ტურში სწორედ სპალეტის და დეშამის გუნდები გაარკვევენ.
B დივიზიონის მეორე ჯგუფში კი ინგლისი საბერძნეთს ესტუმრა, მეტოქე 3-0 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა. აღნიშნულ მატჩში თავი უოტკინსმა და ჯონსმა გამოიჩინეს, ხოლო ერთი ბურთ საკუთარ კარში ვლაჩოდიმოსმა ჩაჭრა.
დღევანდელი სათამაშო დღის ყველა მატჩის შედეგი:
A დივიზიონი:
ბელგია 0-1 იტალია
საფრანგეთი 0-0 ისრაელი
B დივიზიონი:
ყაზახეთი 0-2 ავსტრია
საბერძნეთი 0-3 ინგლისი
ირლანდია 1-0 ფინეთი
სლოვენია 1-4 ნორვეგია
C დივიზიონი:
სომხეთი 0-1 ფარერის კუნძულები
ჩრდილოეთ მაკედონია 1-0 ლატვია
ბელგია 0-1 იტალია
საფრანგეთი 0-0 ისრაელი
B დივიზიონი:
ყაზახეთი 0-2 ავსტრია
საბერძნეთი 0-3 ინგლისი
ირლანდია 1-0 ფინეთი
სლოვენია 1-4 ნორვეგია
C დივიზიონი:
სომხეთი 0-1 ფარერის კუნძულები
ჩრდილოეთ მაკედონია 1-0 ლატვია









