უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B, C და D დივიზიონის მატჩები ჩატარდა, სადაც ჯამში 18 გოლი გავიდა.
ცენტრალური შეხვედრა ჰელსინკში გაიმართა, სადაც ფინეთმა ინგლისი მიიღო და 1-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ქართველი მსაჯების ბრიგადამ განსაჯეს — მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი, ასისტენტები ლევან ვარამიშვილი, ზაზა ფიფია, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი, VAR ალეკო აფციაური.
უხვგოლიანი მატჩი გამოდგა ლინცში, სადაც ავსტრიამ საკუთარ კედლებში ნორვეგიის ნაკრები მიიღო და მეტოქე 5-1 დაამარცხა, ხოლო ჯგუფის მეორე შეხვედრაში სლოვენიამ ყაზახეთს მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოუგო.
სათამაშო დღის ყველა მატჩის შედეგები:
B დივიზიონი:
ყაზახეთი 0-1 სლოვენია
ფინეთი 1-3 ინგლისი
ავსტრია 5-1 ნორვეგია
საბერძნეთი 2-0 ირლანდია
C დივიზიონი:
სომხეთი 0-2 ჩრდილოეთ მაკედონია
ფარერის კუნძულები 1-1 ლატვია
D დივიზიონი:
ლიხტენშტაინი 0-0 გიბრალტარი
მალტა 1-0 მოლდოვა
ერთა ლიგა: ქართველი მსაჯების ბრიგადა და ინგლისის მნიშვნელოვანი გამარჯვება










