თუ პარიზელები ამ ეტაპს გაივლიან, 1/8 ფინალში მათი პოტენციური მეტოქეები ლივერპული და ბარსელონა არიან.
"ბარსელონა ერთადერთი გუნდია, ვისთან შეხვედრაც არ მინდა, ლივერპული კიდევ შეიძლება, პრობლემა არ არის", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ენრიკეს სამწვრთნელო კარიერის წარმატებული წლები სწორედ ბარსელონას უკავშირდება, როცა 2025 წელს მან კატალონიელებთან ერთად ტრიპლეტი მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპიდან პსჟ-ს რიგებში თამაში ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეძლება.










