იკერ კასილასს სთხოვეს დაესახელებინა მეკარეები, რომლებსაც ის საკუთარ თავზე მაღლა აყენებს. ასეთი კარის დარაჯი ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერისთვის არის მხოლოდ ერთი: ჯიჯი ბუფონი. რაც შეეხებათ სხვა კარის დარაჯებს: ოლივერ კანი, ედვინ ვან დერ სარი, მანუელ ნოიერი, ტიბო კურტუა...თითოეული მათგანი მადრიდის რეალის ექს-გოლკიპერის წარმოდგენაში ქვედა საფეხურზე აღმოჩნდნენ.
"სამეფო კლუბის" ყოფილმა პირველმა ნომერმა საკუთარი თავი ასევე დააყენა დავიდ დე ხეაზე, ემილიანო მარტინესზე, იან ობლაკზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე, დავიდ რაიასა და ჟოან გარსიაზე წინ.









