მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პარის სენ-ჟერმენი ჩელსის დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგის მორიგი კლუბის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ქართველი მოთამაშეების სტატისტიკა "არისტოკრატების" წინააღმდეგ არის არც თუ ისეთი სახარბიელო, მხოლოდ ერთი მოგება.
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც დამარცხებული ჰყავს ლონდონელები, ზურაბ ხიზანიშვილი არის. ეს მოხდა პრემიერ ლიგის 2005/06 წლების სეზონში, როდესაც ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბლექბერნთან მინიმალური ანგარიშით წააგო. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე სეზონის პირველ წრეში ქართველმა უკანახაზელმა სტემფორდზე ასისტი გაიფორმა.
13 ივნისს, ჩელსის დაუპირისპირდება უკვე პსჟ-ს გარემარბი, თანაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში. ვნახოთ, იქნება თუ ის რიგით მე-2 ქართველი მოთამაშე, რომელიც ლონდონურ ბარიერს წარმატებით გადალახავს.









