25 ტურის შემდეგ, პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონატში 65 ქულა აქვს, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და უშუალო კონკურენტს მთელი 16 ქულით ასწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგა 1-ის ტიტული ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
პარალელურად, პსჟ საფრანგეთის თასის ნახევარფინალშია, სადაც მათი მეტოქე დიუნკერკია. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარიზელები ფინალში კაენსა და რეიმსს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

28 ტურის შემდეგ, ნაპოლი სერია ა-ში 60 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ინტერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ანტონიო კონტეს გუნდი საჩემპიონო ბრძოლაშია და თუ წელს სკუდეტოს მოიგებს, მედალი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეხვდება, რადგან 2024/25 წლების სეზონში ნაპოლიში ნახევარი სეზონი გაატარა.
ლივერპულთან მოგებული მატჩის შემდეგ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა და ამ ტურნირის მოგების შანსები საგრძნობლად გაეზარდა. 1/4 ფინალში ლუის ენრიკეს გუნდი ასტონ ვილას დაუპირისპირდება.
თუ პსჟ-მ ასე გააგრძელა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ნაპოლიმ კი სერია ა-ს თასი ასწია, ისტორიაში პირველად მოხდება, როცა ტოპ 5 ლიგაში ქართველი ფეხბურთელი ერთ სეზონში 4 ტიტულს მოიგებს.










