ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტური დასრულდა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩები იხილა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა ლივერპულმა, რომელმაც გასვლაზე აინტრახტი საკმაოდ მარტივად, 5-1 დაამარცხა.
გამარჯვების მიუხედავად, არნე სლოტი მატჩის შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდა, რადგან ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ტრავმების გამო ჟერემი ფრიმპონგი და ალექსანდერ ისაკი დაკარგა. პირველადი ინფორმაციით, 24 წლის ფლანგელი რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ხოლო რაც შეეხება შვედი ფორვარდის კონდიციებს, მას გამოკვლევები უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა რამდენად მძიმეა მისი დაზიანება.
ლივერპული პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ბრენტფორდს დაუპირისპირდება. მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









