მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება პსჟ-სა და მადრიდის რეალს შორის.
მადრიდელებმა თამაში არეულად დაიწყეს. მათმა ცენტრალურმა მცველებმა რუდიგერმა და ასენსიომ შეცდომები დაუშვეს, რითიც პსჟ-მ ისარგებლა და პირველ 10 წუთში ორი ბურთი გაიტანა.
ამის შემდეგ სამეფო კლუბი მოიშალა და უპირატესობას პსჟ დაეუფლა, რის შედეგადაც, მესამე გოლი გაიტანა. დემბელეს გოლს ფაბიან რუისმა დუბლით უპასუხა.
მეორე ნახევარში ლუის ენრიკემ ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა, პსჟ-მ ბოლოს ერთი გოლიც გაიტანა, თავი რამოშმა გამოიჩინა, 4:0 გაიმარჯვა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ჩელსი იქნება. მატჩი 13 ივლისს გაიმართება.
რეალთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველ ნახევარში თამაში რამდენჯერმე გაამწვავა.









