მატჩის წინ კომენტარი ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გააკეთა და საქართველოს ნაკრები გაამხნევა.
"არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ. იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს.
მინდა, ნაკრების ყველა წევრს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს წარმატება და საკუთარი ოცნების ახდენა ვუსურვო. ეს გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება! საქართველო ერთადაა", - აცხადებს ფაჩულია.











