მასპინძლები იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ნაპოლის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ფეხბურთელია მსოფლიოში, რა სტილში გატანილი გოლი არ გვინახავს და გვაკლდა საჯარიმო დარტყმა. ეს სურვილი ხვიჩამ სრულად შეავსო და ჯარიმაც გაიტანა, აუღებელი. როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშებზე ამ მიმართულებითაც ბევრს მუშაობს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ქულის მომტანი გოლი ნაპოლისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ევროტურნირებზე მოხვედრის მცირე, მაგრამ რეალური შანსი დაიტოვა.
კვარაცხელიას არ ჩამორჩა თავისი მეგობარი და ყველაზე კომფორტული თანაგუნდელი ზურიკო დავითაშვილი. ქართველის ბორდო ბოლო ტურებში უმოტივაციოა და ლაღ ფეხბურთს გვთავაზობს.
ბორდო საკუთარ მოედანზე პაუს დაუპირისპირდა, მორიგი სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზა და 3:2 გაიმარჯვა.
ალბათ, დავითაშვილისთვის ეს სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. მან პირველ ტაიმში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მეორე ნახევარში კი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ორივე მათგანისთვის ეს ბენეფისი საჭირო იყო. მით უმეტეს, კვარაცხელიასთვის, რომლის გუნდიც კრიზისშია. ზოგადი კრიზისის მიუხედავად კვარას მაინც კარგი სტატისტიკა აქვს - 11 გოლი და 6 ასისტი.
ქართველი ფეხბურთელების პირადი წარმატებები ერთი ორად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩი ზუსტად ერთ თვეში გვაქვს...
ქართველი ფეხბურთელების პირადი წარმატებები ერთი ორად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩი ზუსტად ერთ თვეში გვაქვს...









