მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა, ვინისიუს ჟუნიორმა ერთი ისტორიული მიღწევის დაფიქსირება მაინც შეძლო. "სამეფო კლუბის" ფორვარდს თავის ამჟამინდელ გუნდში დაუგროვდა 105 გატანილი ბურთი, რითაც ის დედაქალაქელთა ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი გოლეადორი გახდა.
ლონდონის არსენალის კარში გატანილი ბურთის შემდეგ, "ბლანკოსის" შვიდიანმა ლეგენდარული რონალდო ნაზარიო ჩამოიტოვა. რაც შეეხება ბერნაბეუს ბინადრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა ზოგად სიას, 24 წლის ფორვარდი ჯერჯერობით მე-19 პოზიციაზე არის.
რეალის ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი ბომბარდირები
| ფეხბურთელი | გოლების რაოდენობა |
| 1. ვინისიუს ჟუნიორი | 105 |
| 2. რონალდო ნაზარიო | 104 |
| 3. რობერტო კარლოსი | 69 |
| 4. როდრიგო გოესი | 68 |
| 5. მარსელო ჟუნიორი | 38 |









