სერია ა-ს მე-16 ტურის გადადებულ მატჩში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო ლეჩე, რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ გაიტანა. "ნერაძური" აღნიშნული მოგებით აგროვებს 46 ქულას და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობას იმყარებს.
კრისტიან კივუს გუნდი უახლოეს კონკურენტებს, მილანსა და ნაპოლის უსწრებს ექვსი ქულით, თუმცა თანაქალაქელებს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ. აქვე დავამატებთ, მეაცას ბინადრების შემდეგი მოწინააღმდეგე უდინეზე იქნება.
ინტერი 1:0 ლეჩე
გოლი: ფრანჩესკო პიო ესპოზიტო 78'.









