ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ სტუმრად არსენალს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია, რადგან განმორებითი მატჩი წინაა და ჩვენი გულშემატკივრის წინაშე საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
ასეთი ატმოსფეროს ქვეშ თამაში ძალიან რთული იყო. ისეთი გოლი გავიტანეთ, რომ ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი.
ამ გამარჯვებით გუნდმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა.მეორე ნახევარში მეტოქე გააქტიურდა და თავს კარგად ვიცავდით. ემოციური თამაში გამოდგა და ასეთ ემოციურ თამაშში გამარჯვება სასიამოვნოა."









