"არ მახსოვს გუნდი, რომელმაც ბოლო პერიოდში ამდენი პრობლემა შეუქმნა ინტერს. ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან მილანს დერბიში დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა დიდი სიმამაცით ითამაშეს, რასაც შედეგიც მოჰყვა.
ლივერპულთან მარცხის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ, თითქმის, საათნახევარი. შემდეგ სავარჯიშოდ გავედით, სადაც დავინახე, რომ ფეხბურთელები დიდი თავდაჯერებულობით შეუდგნენ საქმეს, რასაც შედეგიც მოჰყვა - ჩვენ ინტერი დავამარცხეთ.
ჩემი გაშვება? - ამაზე არც მატჩამდე და არც მატჩის შემდეგ არ ვიფიქრებ. ჩემი საქმეა მილანმა წარმატებას მიაღწიოს და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ".
პაულო ფონსეკას მილანიდან გაშვება სერიოზულად განიხილებოდა, თუმცა დერბიში გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიელის გარშემო სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









