თბილისის სპორტის სასახლემ RKENA-ს მეორე ივენთს უმასპინძლა. მასშტაბური ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დავით ლორთქიფანიძე ბრაზილიელ UFC-ის ყოფილ მებრძოლს, MMA-ს ლეგენდას, ალექს ოლივეირას დაუპირისპირდა. ქართველმა 37 წლის ბრაზილიელი 40 წამში დააფინიშა.
დავით ლორთქიფანიძემ ბრძოლის შესახებ ისაუბრა:
“მადლობა ყველას ვინც დღეს აქაა, საოცარი გარემოა, ეს გამარჯვება ეძღვნება, ჩემს პატარა შვილს, რომელსაც ყოველ წამს ველოდებით.
თუ ბევრს იშრომებ, ყველაფერი მარტივი იქნება. რკენაში ჩემი მიზანი ქამრის მოგებაა.
ისეთი მეტოქე იდგა ჩემს წინაშე ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი სიტუაციიდან შეეძლო თავის დაღწევა, ვიცოდი მაინც დავაფინიშებდი, ოქტაგონზე მხოლოდ გამარჯვებისთვის არ შევსულვარ, ფინიშისთვის ვიბრძოდი. ღვთის წყალობით გავიმარჯვე.
საოცარი გრძნობა, ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენიმე წლის წინ ამ ადამიანის ბრძოლებს ტელევიზიით, UFC-ში ვუყურებდი. იზრდები, სისხლი გიდუღს და ერთ დღესაც მასთან ერთად შედიხარ გალიაში და მის გამოცდილებას იღებ, ამას ვერ გადმოვცემ.
მადლობა ოლივეირას, მადლობა რკენას მთელ გუნდს, მთელ სამყაროს ვუჩვენებთ, რომ საქართველოს დარბაზებიდან ჩვენი ფესვებიდან, ჩვენი პატარა უბნებიდან, შეიძლება, რომ UFC-ის დონემდე მივიდეთ, მათზე მაღლა დავდგეთ და გავიმარჯვოთ, მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ.
რაც შეეხება ჩემს შიმშილს, შიმშილის მხრივ იქნება გადასვლაUFC-შიდა მინიმუმ 2 წონითი ქამრის მოპოვება, - ეს იქნება ჩემი შიმშილის დაკმაყოფილება.
ვაპირებ უფრო მეტად ვიშრომო, განვვითარდე. რკენადან ვინც პირველი გადავაUFC-შიეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები თუ სხვა ქართველი.”









