დღეს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 93:79 წააგო.
მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:
“ძალიან რთული თამაში იყო, უნდა ვაღიაროთ გაჯობეს, წარმატებით ისროლეს სამქულიანები, ფიზიკურად ითამაშეს, თავიდან გაგვექცნენ და იქ იყო შეცდომა დაშვებული. დღეს დამწუხრებულები ვართ, რადგან შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ამ სინანულს ფარავს სიამაყე. მადლობა ჩვენ გუნდს, მწვრთნელებს სტაფსა და ყველას. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამოვიდა და ვინც ტელევიზორების ეკრანს იყო მიჯაჭვული. იმედი მაქვს, გულშემატკივრები ამაყობთ ჩვენით, ეს იყო ჩვენი მიზანი, რათა მთელ მსოფლიოს ენახა ჩვენი ხასიათი და მებრძოლი სული, ეს ყველაფერი ასევე გვეჩვენებინა ახალგაზრდებისთვის და მათთვის მაგალითი ყოფილიყო.“
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მე-6 ევრობასკეტზე იასპარეზა და ისტორიაში პირველად შეძლო მეოთხედფინალში თამაში, თანაც სენსაციური გამარჯვებებით.









