"ეს იყო წითელი ბარათი და სუფთა პენალტი" — როგორც ირკვევა, ამას ჰყვიროდა კამპუში შესვენების დროს როგორც პსჟ-ს გასახდელში, ისე სამსაჯო ბრიგადის ოთახთან.
მატჩის დასრულების შემდეგ, იბრაჰიმა კონატემ ამ მომენტზე მედიასთან ისაუბრა:
"ვიდეო რეფერიმ ეს მომენტი შეამოწმა. ბიძგი რომ ყოფილიყო, როგორც ამას ამბობენ, წითელ ბარათს მაჩვენებდნენ. მე გეუბნებით, რომ არ ყოფილა ჯარიმა. დიახ, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვარ, მაგრამ ძალა ჯარიმისთვის არ გამომიყენებია, უკანონო არაფერი გამიკეთებია. მე რომ უფრო მეტი ძალა ჩავდე ამ მომენტში, ვიდრე მოწინააღმდეგემ, ეს ჩემი ბრალი არაა და არც ჯარიმა ყოფილა."
@canalplussport 🤬 La colère de Luis Campos à la mi-temps de #psg / #liverpool ! #ucl #sportstiktok #footballtiktok ♬ son original - CANAL+ SPORT

![[VIDEO] "ეს იყო წითელი ბარათი", - პსჟ-ს დირექტორი ბარკოლა-კონატეს მომენტზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FJJmdGZ82vJSF2nptLNjuiHZdy3rD6d8b.webp&w=3840&q=75)







