ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელია ბურთთან ერთად საოცარია, ყველგან სადაც თამაშობს , სასარგებლოა. თავისი ნაკრების ვარსკვლავიცაა და თავდაუზოგავად მუშაობს. კვარა მებრძოლია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ეს მის ბუნებაშია.
მისი შრომისმოყვარეობა რიბერის მაგონებს. ვფიქრობ, კვარაცხელიას თანაგუნდელები მადლიერები არიან, რომ მასთან ერთად თამაშობენ. "
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პსჟ-ში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და მალევე გახდა გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი.









