უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა თავისი გუნდის დაცვის ხაზი გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, "ზებრებმა" გაუშვეს 3-3 ბურთი მილანსა და სასუოლოსგან. ამის გარდა, გამოსარჩევია ისიც, რომ ავსტრიელი დამრიგებელი ბოლო შეხვედრებში საბა გოგლიჩიძეს საერთოდ არ ათამაშებს.
"უკანასკნელ ორ მატჩში გავუშვით ორი გოლი, რაც მიუღებელია. ლამაზი თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ის შედეგს ყოველთვის არ გაძლევს. თუ უკანახაზში არ გაქვს მყარი საფუძველი, შორს ვერ წახვალ. გვყავს ახალგაზრდული გუნდი, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო."
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩაატარა ორი მატჩი, მილანის ინტერსა და პიზასთან, "შავ-თეთრებმა" ორივე შეხვედრა მოიგეს. ბოლო ორი წაგება კი უკვე ემპოლის ყოფილი უკანახაზელის გარეშე იყო.









