ლიგა 1-ის 24-ე ტურში პარის სენ-ჟერმენმა გასვლით მატჩში ლე ავრი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ამ თამაშში დაფიქსირდა უსიამოვნა ფაქტი პსჟ-სთვის: მორიგი გამოუყენებელი 11-მეტრიანი, ამჯერად დეზირე დუესგან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მოპოვებული 10 პენალტიდან "ლურჯ-წითლებმა" გოლად მხოლოდ 5 აქციეს.
ამ პრობლემას გამოეხმაურა პარკ დე პრენსის ბინადრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს როტაციას, 11-მეტრიანების საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად.
"პენალტი არის გოლის გატანის შესაძლებლობა, ჩვენ კი ამ შანსს ხელიდან ვუშვებთ. ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე 11-მეტრიანი, თუმცა ამის მიუხედავად, უკვე არაერთი სერიაც მოვიგეთ. მადლობა ჩვენს გოლკიპერებს. რა არის გამოსავალი? გავაგრძელებ როტაციას, ეს პრობლემა გამოსასწორებელია"









