პირველი უგოლო ფრის შემდეგ, 68-ე წუთზე ანგარიში ალფონსო დევისმა უზუსტესი დარტყმით გახსნა, რის შემდეგაც ანჩელოტი ვა-ბანკზე წავიდა და შემტევები გამოიყვანა მოედანზე.
ამან გაამართლა - მატჩის გმირი შეცვლაზე შემოსული ხოსელუ გახდა, რომელმაც 87-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 91-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა და რეალმა 2:1 გაიმარჯვა.
1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის მეტოქე დორტმუნდი იქნება, მატჩი უემბლიზე შედგება.









