მოგებული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე არამხოლოდ შედეგით, არამედ გუნდის პერფორმანსითაა კმაყოფილი და გამოყოფს კომპონენტებს, რაშიც მისმა გუნდმა მოუმატა.
"პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩვენი მთავარი მიზანი ეს იყო. ბოლო ტურების წინ, ცხრილში ცოტა დაძაბულობა გვქონდა, თუმცა ეს უკვე წარსულია და კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
გარდა შედეგისა, ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა და მოედანზე უმაღლეს დონეზე გვქონდა სათამაშო დისციპლინა, სილაღე და დაცვაში უშეცდომო თამაში.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი მან.სიტისთან თამაშიდან გამოგვყვა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რთულია და შეიძლება ყოველ მატჩში ეფექტურები არ ვიყოთ, მაგრამ მთავარია დონე არ დავაგდოთ და ასე გავაგრძელოთ", - განაცხადა ენრიკემ.









