ფლიკს რეალთან თამაშის მიმდინარეობა იმდენად მოეწონა, რომ გუნდს ახალი მოთხოვნა დაუწესა: ითამაშონ მომდევნო თამაშები ზუსტად ისე, როგორც რეალთან. იგულისხმება თამაშგარის ხელოვნური შექმნა, პრესინგი, ბურთის დაჭერა თუ სხვა.
მეტიც, თუ რომელიმე ფეხბურთელი ერთი მეტრით მაინც აცდება იმ პოზიციას, სადაც იმ მომენტში უნდა იდგეს, მას სხვა ჩაანაცვლებს. ფლიკის მიზანია, რომ გუნდის ყველა ფეხბურთელს თავისი დავალება ავტომატიზირებული ჰქონდეს და თერთმეტეული საათივით იყოს აწყობილი.
ლა ლიგის შემდეგ ტურში ბარსელონა ესპანიოლს დაუპირისპირდება. მატჩი 3 ნოემბერს შედგება. თავის მხრივ, ფეხბურთელებიც მზად არიან, რომ ფლიკის ეს მოთხოვნა მოედანზე გადაიტანონ.









